1 მალე ახალი
წელი მოვა.
ახალი წელი-ეს
ხომ განსაკუთრებული ,ყოველთვის
ამაღალვებელი, სასიხარულო და ოცნებების ახდენის
დროა. ამიტომაცაა,რომ ახალი წელი უყვარს
ყველას დიდს თუ პატარას.
2 2019 წელი გარეული
ღორის წელია, რომელიც ბევრ სასიკეტო მოვლენას
გვპირდება. ეს მისი მშვიდი და უშფოთველი ბუნებიდან
გამომდინარე. მოსალოდნელია ბევრი
სასიკეთო ცვლილება,ხალხი ნანატრ
სიმშვიდეს მოიპოვებს.
3 ახალ წელს ყველა თავისებურად
აღნიშნავს. ზოგს ოჯახსი ურჩევნია
დარჩენა, ზოგს ფაფუკი
ფანტელების ყურება და თოვლის ქათქატა
საბანში გახვეულ ბუნებაში
გასეირნება და გუნდაობა
უყვარს. ჩვენ კი ამ საახალწლო
ზეიმზე გთავაზობთ მხიარულებს
მეგობრებთან ერთად
4 ბედნიერ
ახალ წელს გილოცავთ
ძვირფასო ბავშვებო და სტუმრებო. დაე ეს წელი თქვენი ოცნებების,
სურვილების და ოცნებების
ასრულების წელი ყოფილიყოს.
5 რა ხანია ველით
ამ ზეიმს. ნეტავ
თოვლის ბაბუა თუ მოიცლის და გვესტუმრება?
მის საჩუქრებს
ხომ მოუთმენლად ველით! მოდით დაველოდოთ თოვლის
ბაბუას.
ბაბუას მოსვლამდე
კი ერთ ზღაპარს
გიამბობთ სამ გოჭზე.
სამი გოჭის შემდეგ გოჭი
პეპა , ჯორჯი
პეპი ,ფიფქია, ბურატინო,
წამყვანი: თოვლის პაპამ საჩუქრები
რომ
მოგვიტანოს
წერილი
უნდა
დაგვეწერა
და
გაგვეგზავნა.
დაწერეთ?
ბავშვები-დიახ.
წერილი თოვლის ბაბუას
ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!
ს ი მ ღ ე რა ახალი
წელი მოდის! ეს რა კარგი
სიმღერა მომიძღვენით
შემოდის თოვლის ბაბუა- მოგილოცავთ ახალ წელს.
საჩუქრები ყუთებში
ვალაგე და ვთვალე,
თქვენთან მომაქვს, ცელქებო,
თქვენ კი გენაცვალეთ.
ლიხის მთიდან დამცქერის
ახალი წლის მთვარე,
თეთრი ეტლით მოვდივარ,
ვინ გამიღებს კარებს.
გია, ნიკო, ანიკო, გაახარეთ დედ- მამა
თამრიკო და ნანული ასახელეთ მამული
ჩემო პატარებო მე მარტო არ მოვსულვარ მეკვლე
მოგიყვანეთ მე მეკვლე
ვარ, ყველას მოგილოცავთ
ახა წელს. ბედნიერება მომეტანოს
ყველა თქვენგანისათვის, ილევ სიხარულს გისურვებთ
ძვირფასო ბავშვებო
მეკვლე ვარ!..
თოვლი მოსულა ქათქათა,
მთა-ბარი დაუბარდნია,
მეკვლე ვარ,
- ვარსკვლავბიჭუნა,
ახალი წელიწადია!
ციდან ეშვება ფარფატით
ფიფქები, სხივთაფერება,
მომყვება თოვლის
ბაბუა,
ხალისით ამემღერება:
- კარი გამიღეთ,
მეკვლე ვარ!
ახალწლის მახარობელი,
მომაქვს ათასი სიმღერა,
მამულის საგალობელი.
მრავალ-მრავალ ახალ
წელს
სიმღერა თენდება
ნაძვის ხეზე ჩიტი
ჯდება,
ოქროს ნისკარტს
მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ
ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც
ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ
ახალ წელს!
საახალწლო
რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლის პაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.
საახალწლო
- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი
ცვივა,
თოვლის საბანს რომ
იხურავ,
ნაძვის ხეო, არა
გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი
მათბობს
და გისურვებთ, რომ
თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ
გული
არ გითბებათ ყველას
განა?
ხედავთ? თოვლის
ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ
ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.
ბაბილინა-რომელ
ხეს რთავენ ახალ წელს?
-ნაძვის ხეს.
-მოგწონთ ჩევნი
ნაძვის ხე?
-დიახ
ნაძვის ხეო
ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ, საჩუქრები გვაღირსეო
ბაბილინა: იცით
ქართველები ნაძვის ხის გარდა,ჩიჩილაკსაც რთავდნენ ახალ წელს. ჩიჩილაკი თხილის წკნელებისგან
მზადდებოდა. თქვენ ჩიჩილაკზეც გეცოდინებათ ლექსი
იჩახჩახე ჩიჩილაკო
თეთრად ელავს ბურბუშელა
და ფიჭვის ხეს სურნელს
აკმევს.
ზედ კი ბებო ნელა-ნელა
ჰკიდებს ვაშლებს,
ვერცხლის კაკლებს,
კანფეტებს და მანდარინებს,
ჩურჩხელებს და ჩირის
ასხმას
და თან უხსნის შვილიშვილებს:
- ჩემო ირა, ლილი,
ასმათ,
ეს ქართული ნაძვის
ხეა,
პაპათქვენის ნახელავი,
ალბათ, მიხვდით,
რად გეწვიათ -
რომ აგივსოთ კალთა
ხვავით.
- რა ჰქვიაო? -
თქვა ირაკლიმ.
- რა ჰქვია და...
ჩიჩილაკი! -
და სამივემ ლამაზ
სტუმარს
მიუმღერა ტაშის
დაკვრით:
- ვიცით, ვიცით,
ჩიჩილაკო,
ამ ახალ წელს რისთვის
ამკობ,
გსურს პატარებს
საახალწლო
სიხარული არ მოგვაკლო!
გაგიმარჯოს, ჩიჩილაკო!
იჩახჩახე, ჩიჩილაკო!
(შემოდიან დანარჩენი
ბავშვები)
მოსწავლე:-მალე
ახალი წელიც მოვა’
ამინ!
წუთი-წუთზე,
წუთი-წუთზე
წაბრძანდება ძველი
და შემოდგამს კარის
ზღურბლზე
ფეხს ახალი წელი...
ბედნიერი ყოფილიყოს
ის წუთი და წამი,
სიხარული დაჰყოლოდეს
ამინ!
ამინ! ყველა
ამინ!
ქრისტეშობას დაგილოცავთ,
დაესწარით მრავალს,
გიდღეგრძელებთ მამულს,
კერას,
გენს და შთამომავალს!
ათი მცნება იყოს
ჩვენი
საწყის-დასაბამი,
ღვთისმშობელი
გვმფარველობდეს,
ამინ!
ამინ! ყველა
ამინ!..
მოდით ბავშვებო
დავითვალოთ და ახალი წელიც გვესტუმრება
სიმღერა
ერთი ორი
(ვითვლით თორმეტქამდე
და შემოდის წელი ახალი)
ახალი წელი
თქვენსკენ მოვეშურები,
აბა, ჰერი, მარხილო!
მოვალ წელი ახალი
საამო და სალხინო.
თეთრზე თეთრი ფიფქები
მომყვებიან მტრედებად,
სიუხვე და ბარაქა
სახლში დაგებედებათ.
აბა, ნუ შეგაშინებთ,
თოვლის კორიანტელი,
მომაქვს ქვეყნის
სიკეთე
და მშვიდობის ნათელი!
საახალწლო
საახალწლო
საქართველოს მზეს,
ყანებსა და ზვრებს,
საქართველოს ცას,
მოლივლივე ზღვას,
საქართველოს მთებს,
საქართველოს რთველს,
რიონს,
ჭოროხს,
არაგვს,
მათ ტალღათა ფერს.
ალაზანს და ხრამს,
რა თქმა უნდა მტკვარს,
ჩვენს საყვარელ
ხალხს,
ვინც თესავს და
ხნავს,
საქართველოს გზებს,
მის ხვალინდელ დღეს
-
სიცოცხლე და დღეგრძელობა
მრავალ ახალ წელს!
მრავალჟამიერ იყავ დღეგრძელი
მამულო ჩემო,
სულ სალოცავო
მომილოცნია ახალი
წელი
მიწავ ქართულო,
ქართულო ცაო.
გილოცავთ
მრავალ, მრავალ
ახალ წელს!
გილოცავ!
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო
გიყვარს...
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.
ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება
ციდან...
- ცრემლები?! გოგონები
- ცრემლებზე - ბოდიში!
ბიჭები
- ღიმილი?! ბიჭები
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...
გოგონები
ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე...
მე დღესაც არ ვსწავლობ
განა?! ბაბილინა
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე
სწავლა...
გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი...
მშობელი
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო,
-
ესაა ყველაზე დიდი.
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო
გიყვარს...
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ!
სიმღერა ალილო
შობის ღამე დგებაო,
სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს
ავანთებ
ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ
დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისი სტუმრობით
მადლით აგვევსებაო
შობის რამე დგებაო,
ქრისტე იბადებაო
ყველა საწაული ხომ
შობის ღამეს ხდებაო!
ყველა ვედრება ღმერთმა
გისმინოს,
ტკბილი სიზმარი
ცხადში გენახოს,
და ყველა ნატვრა
აგსრულებოდეს,
ამ შობის რამეს
რაც კი გენახოს!
მსურს ,მოგილოცო
ბრწყინვალე შობა
და ზედ დავურთო
ღვთისმშობლის ლოცვა,
შენი ცხოვრების
მეგზური იყოს,
სიყვარული და წმინდანთა
ლოცვა!
თოვლის ბაბუა მოდი ჩვენტან
ერტად იცეკვეთ იხვების
ცეკვა
ჩემო პატარებო
ძალიან მასიამოვნეთ დღეს
საახალწლო ზეიმის დასასრულიც
მოახლოვდა, ამბავი მომივიდა
რომ მთელი წელი კარგად იქცეოდით,
მშობლებს უჯერებდით, კეთილ საქმეებს აკეთებდიტ-
მოხუცებს ეხმარებოდით, კეთილ საქმეებს აკეთებდით
მოხუცებს ეხმარებოდით მეგობრებს
მხარში უდექიტ კარგად
მეცადინეობდით. მგონი საახალწლო
საჩუქრებიც დაიმსახურეთ
სიმღერის ფონზე გოგონები
კალათებით ხელში ასობგერებს კიდებენ ხეზე,,
ბიჭები შემოდიან ხორუმის
ცეკვით.(სიმღერა 1)
v
მოგესალმებიიიით ყველას!
ყურადღებით გვისმინეთ ..
ჩვენ მოგიყვებით ჯადოსნურ ზღაპარს ..
იყო და არა იყო რა.....
ერთ პატარა და ლამაზ
სოფელში ძალიან ლამაზი სკოლა იდგა, ლამაზი ხეებით, ყვავილებით და კიდევ უფრო ლამაზი
ბავშვებით სავსე.
ყველა პატარა შენატროდა ამ სკოლაში მოხვედრას და
უკლებლივ ყველას უსრულდებოდა ეს ნატვრა..
ჯერი 2010 წელს დაბადებულ
ბავშვებზე მიდგა,,,
სექტემბრის თბილი
დილა დადგა
მოუსვენრობა ეტყობოდა
გიორგის.. ღელვისგან გაბრუებული გამალებით იმეორებდა გონებაში ლექსს.
ლევანმაც ემოციებით სავსემ გაიღვიძა.. იმ დღეს არ
შეზარებია ადრე ადგომა, მარდად წამოხტა ფეხზე.
მათე, მართა და თამარიც რაღაც სხვაგვარად გრძნობდნენ
თავს..
რუსუდანის და თეკლას
ღელვას ხომ ყველა ამჩნევდა..
გიორგი დედას უამრავ
კითხვას უსვამდა.. აინტერესებდა.. ვეღარ ითმენდა..
დიტოც მოუთმენლად
ელოდა ბავშვებთან შეხვედრას.
ლუკა და დათო ჩვეული
სიცელქით ნიღბავდნენ ემოციებს.. ან იქნებ არც ღელავდნენ..
ჩქარობდნენ.. დაგვიანება
არ უნდოდად.. აინტერესებდათ რა ხდებოდა ყველაზე სანატრელ შენობაში , რომელსაც გელათის
საჯარო სკოლა ერქვა..
იქ მათ საჩუქრები..
პირველი კომპიუტერი..
პირველი მერხი ..
პირველი მასწავლებლები..
პირველი წიგნი ელოდათ....
სტუმრებო თქვენ იცნობთ
ამ ზღაპრის გმირებს?
დიახ ეს ჩვენ ვართ!
მოდით ბავშვებო ახლა ჩვენ გავაგრძელოთ..
-
შემდეგ იყო ანბანის პირველი
ასოები: ,,ა“ და ,,ი“.
პირველ ასოს მეორე მოჰყვა , მეორეს მესამე და ასე 33 თვლიან–მარგალიტის
მძივად აიკინძა ყველა ასო..
ანი-ალავერდი,
ბანი-ბირთვისია,
განი-გელათი და
დონი დადაშენი,
ენი
-ერუშეთი,ვანი-ვარძიაა,
ზენი-ზედაზენი,
თანი-თუხარისი,
ინი-ილორია,
კანი-კვეტარია,
ლასო -ლომისია,
მანი-მოწამეთა,
ნარი-ნიკორწმინდა,
ონი-ოლთისია,
პარი-პარხალი და
ჟანი-ჟამისია,
რაე-რუისია,
სანი-სამებაა,
ტარი-ტაოსკარი
უნი-უფლისციხე,
ფანი-ფანასკერტი,
ქანი-ქაშუეთია,
ღანი-ღვთისმშობლის და
ყარი-ყოვლადწმინდა,
შინი-შუამთაა,
ჩინი-ჩირიკია,
ცანი-ცაიში და
ძილი-ძელისაა,
წილი-წილკანია,
ჭარი-ჭერემია,
ხანი-ხორნაბუჯი,
ჯანი-ჯრუჭისაა,
ჰაე-ჰაერივით წმინდა
ჰუჯაბია.
ქართველო, ქართული
სიტყვა დუღაბია,
ლოცვაა თავად და
დიდება უფლისა,
ვერ დაუღლია
და ვერ დაუჯაბნია,
ჟამს ერი,
მჯობნელი ცრუ წუთისოფლისა!
გულმოდგინედ შევუდექით
ასო–ბგერების სიტყვებად, სიტყვების კი წინადადებებად გაერთიანებას.
განა გვეკადრება სხვაგვარად?
გელათის აკადემიიის შემყურეთ?!
დედა ენა გახდა ჩვენი
უცვლელი თანამგზავრი..
სწორედ ის დედაენა რომელსაც ქართველმა ხალხმა
ძეგლი აუგო
-
სწორედ
ის დედაენა რომელიც დიდი წვალებით, შრომითა და გარჯით მოვიდა ჩვენამდე ,
უამრავი ფარი, შუბი და ხმალია შიგ ჩაქსოვილი. ამიტომაცაა გამძლე, მტრისაგან
აუღებელი
-
-
და სწორედ
ამ უკვდავი დედაენის
შემქნელი სულკურთხეული იაკობია.
-
-
იაკობ გოგებაშვილი
გენიოსი იყო და ზუსტ დროს იპოვა სწორი სიტყვა ,,დედაენა“.
..და ჩვენ რა უფლება გვაქვს რომ პატივი არ ვსცეთ , არ
შევიყვაროთ.. ლექსი არ მივუძღვნათ ამ წმინდა წიგნს..
ოტია იოსელიანი არ გამოირჩეოდა ლექების წერით, მას ჩვენ
ზღაპრებით და პროზით ვიცნობთ მაგრამ მშობლიური ენის სიყვარულმა მას საუკეთესო
ლექსი დააწერინა:
რა კაცი ხარ, ვინ ხარ რა ხარ,
რა ჯილაგის რა ბედენა,
დედის ნანამ თუ არ გზარდა
დედამ არ გიდედაენა.
ერის შვილად რომ ივარგო,
არც სხვას ავნო, არცა ივნო,
ენა დედამ - დედაენამ
უნდა ამოგადგმევინოს!
სული დედაენის გედგას,
აზრი, სიბრძნე ენამ გამცნოს.
ღმერთმა ისე დაგიფაროს,
დედამ არ გიდედინაცვლოს.
რომც გიმუხთლონ,
გოირგულონ,
სამშობლოდან განიდევნო,
ქუდი სხვისი...
ენა შენი
უნდა იდედ - დედაენო!
ბედი დაუნდობელია,
გაგწირავს და დაგაობლებს.
ენა კალთას დაგაფარებს,
დედაენა გისამშობლებს.
გიჭირს, გილხინს, თან გეხლება.
გიალერსებს, დაგივანებს.
ატირდები, დედა რომ
არ გეყოლება,
ენა დაგიდედინანებს!
,,წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება,"
დედაენით დაიწყო და
დედაენით დამთავრდება!
უამრავი ლექსი, სადღეგრძელო თუ საგალობელი
მიეძღვან დედაენას:
-
დასაბამით იყო სიტყვა, სიტყვა ღვთის და განგების,
-
და სინათლედ გადაშალა ცამ მზის ფარშავანგები.
-
და ვით ღმერთმა სიტყვით შექმნა ეს სამყარო ნისლიდან,
-
ისე იშვა საქართველოც ღვთიურ ქართულ სიტყვიდან.
-
ჩემო ენავ, გულის, გრძნობის და ლოგოსის ტრიადავ,
ჩემო ენავ, გულის, გრძნობის და ლოგოსის ტრიადავ,
-
ენავ დავითიანთა და ენავ ქართლოსიანთა.
-
მოელვარევ სულისდგმად და მახვილად და იმედად,
-
დედა ენავ ხალიბთა და დედა ენავ იბერთა,
-
შენ შეჰკარი ქართულ მიწად ეს ქვეყანა ფრიადი,
შენ შეჰკარი ქართულ მიწად ეს ქვეყანა ფრიადი,
-
სადაც ჟამის შეწირვად და ლოცვად აგანთიადდი.
-
და მზე, შენში ჩაკირული, ქართლს სინათლედ მოჰფინე,
-
ოქროპირად აგალობე იოანე-ზოსიმე.
-
გადაანთე ქართულ მიწას ფერი ნაირ-ნაირი.
გადაანთე ქართულ მიწას ფერი ნაირ-ნაირი.
-
შენი ფრთებით ააფრინე რუსთაველის შაირი.
-
ენავ, ჩემი მზის და გზის და ბედისწერის ტრიადავ,
-
ენავ ფარნავაზიანთა, ენავ ქართლოსიანთა,
-
წინ მიმიძღვი და მიფარავ ქართლის ჭირით ნაწამებს,
წინ მიმიძღვი და მიფარავ ქართლის ჭირით ნაწამებს,
-
დაცემულსაც შენ აღმადგენ, როგორც ქრისტე - ლაზარეს.
-
მოელვარე სულისდგმად და მახვილად და იმედად,
-
დედაო და თავკიდურო, ფუძის ფუძევ იბერთა,
-
ზეობ ერის სულის სასოდ მეაბჯრედ და განგებად,
ზეობ ერის სულის სასოდ მეაბჯრედ და განგებად,
-
ერთი ხარ და საქართველოც ერთი არის ამქვეყნად!
თქვენ გგონიათ მხოლოდ
ლექსები ვისწავლეთ..
ცეკვა– თამაშიც კარგი
ვიცით..
სიმღერა ანბანზე...(სიმღერა
2)
იაკობ გოგოებაშვილის
დედაენა უამრავ მოთხრობას ითვლის.
ამ მოთხრობებზე გაიზარდა მრავალი თაობა..
და ჩვენც, ზარმაც
ვანოზე.
თხა და გიგოზე
მკვეხარა ქოთანზე
უსუნო ყვავილზე ვიზრდებით
ახლა კი დროა,
,,დედაენის“ გმირები გავაცოცხლოთ.
ეს ვანოა,
გახსოვთ ზარმაცი ვანო?
- ვანო, სკოლაში
წადი!
- ფეხები საშინლად
მტკივა!
-
ვანო, აბა ერთი ლეკური დაუარე!
- აბა, ერთი
კარგი ტაში დაუკარით!
ცეკვა ლეკური
(სიმგერა 3)
მე
მუქთამჭამელა ვარ.გახსოვთ,პატივი რომ დამდებოდა, ტანისამოსი
გამოვიცვალე,ამის გამო კიდევ უფრო
დამცინეს.გავითვალისწინე მეგობრების რჩევა და ხასიათი
გამოვიცვალე, ხოდა პატივისცემაც დავიმსახურე.
- მე ერთგული
მარო ვარ. ძალიან, ძალიან მიყვარს დედა. ისე ძალიან, რომ ერთხელ მის
მაგივრად მწარე წამალიც კი დავლიე.
- მე ცრუ ბიჭი
ვარ. გახსოვთ, ყანაში მომუშავე გლეხები რომ შევაჩოჩქოლე, მგელი, მგელიო? ასე
მოვატყუე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და როდესაც მგელი მართლა
მიუვარდა ფარას, ყური აღარავინ მათხოვა. მგელმა კი ცხვარი სულ დაგლიჯა.
აი, რა მოსდევს სიცრუეს. მას შემდეგ აღარასოდეს მითქვამს
ტყუილი.
აქ თხა და გიგოს ინსცენირება
-დრომ თავისი
გაიტანა. დღე დღეს მისდევდა.ჩვენც
ნელ-ნელა ვიზრდებოდით.,,დედაენის“ მეშვეობით კი ის სიმდიდრე
შევიძინეთ,რომელსაც ცოდნა ჰქვია.,
-ცოდნა სიმდიდრეა,
მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რომ რაც უნდა სხვას
დაურიგო, გაუნაწილო, ამით შენ არა დაგაკლდება რა.
- ცოდნა
ანთებულ სანთელს ჰგავს. ერთ სანთელზე რომ ათას სხვა
სანთელს მოუკიდო, ამით სანთელს არც ალი დააკლდება
და არც სიცხოველე. პირიქით, იმატებს კიდევაც, რადგან ერთის
მაგიერ იმასთან ერთად სხვა ათასი სანთელი დაიწყებს
ლაპლაპს.
ჩვენ კი წინ დიდი გზა გვაქვს,
გზა მომავალი ცოდნის
მწვერვალებისაკენ. ჩვენ ამ მწვერვალებს
დავიპყრობთ თავდაუზოგავი და გულმოდგინე შრომით.
-
-
სიტყვას ვიძლევით,
გასახელებთ სწავლით, ქცევით, მამულიშვილობით...
ვასახელებთ უკვდავების ქიმზე ასულ დედა-საქართველოს!
-
(ყველა ბავშვი სათითაოდ
წარმოთქვამს თითო სტრიქონს
ანთებული სანთლებით ხელში)
-
ღმერთო, მამული
დამილოცე!
-
-
ტკივილს ამარიდე აურაცხელს!
-
-
დასამარცხებელი
დამიმარცხე!
-
-
მიეც ჩემს სამშობლოს
ზღვა სიცოცხლე!
-
-
გვედრებ, არ
გამხადო ავის მომსწრე!
-
-
ჩამოაშორე საქართველოს გლოვა და თალხი!
-
-
დალოცე, ღმერთო, ადამის ძე, დალოცე
ხალხი!
საით მიხვალ შემოდგომავ?
https://drive.google.com/file/d/14oAlRz6nuFbY_c7SETw73vH4v1FWEQNW/view?usp=sharing
ჰიმნი მასწავლებელს
შენი სიცოცხლე ლოცვაა თითქოს
და სანთლებს ანთებ ცოდნის ტაძარში,
საქვეყნო ვალი ყოველდღე გიხმობს,
შენც ყოველ ცისკარს წიგნად გადაშლი.
შეწირული ხარ, დიდ გზას დიდ მიზნებს,
შენი ცხოვრებით ვეღარც კი ცხოვრობ,
მერე რა, თუკი ზოგჯერ ვერ გიცნეს,
ნუგეშადა სთვლი ღირსებას მხოლოდ...
შენ სიყვარულის ხარ მეციხოვნე,
გუთნისდედაც ხარ მეზვრეც, მედროშეც,
იწვი, რომ გელათს თუ სვეტიცხოველს
გულანთებული მრევლი შემორჩეს,
რომ კვლავ ფასობდეს სიბრძნე რუსთველის,
ცოტნეს გმირობა და ჭირთა თმენა
და სიტყვა ჯერაც გამოუთქმელი
ჩვენს მომავალში გაბრწყინდეს რწმენად,
რომ დედაენას ვუვლიდეთ მუდამ
სასოებით და გულისფრთხიალით,
რომ ვცნოთ სიცოცხლეს რაოდენ უნდა
გამართლება და შველა ტრფიალით
მისი მძიმე და მშვენიერი
ცხოვრების ცოდნით გასხივოსნება...
მასწავლებელი, ხარ შენი ერის
სიამაყე და პატიოსნება!
/რ. ზუკაკიშვილი/
და სანთლებს ანთებ ცოდნის ტაძარში,
საქვეყნო ვალი ყოველდღე გიხმობს,
შენც ყოველ ცისკარს წიგნად გადაშლი.
შეწირული ხარ, დიდ გზას დიდ მიზნებს,
შენი ცხოვრებით ვეღარც კი ცხოვრობ,
მერე რა, თუკი ზოგჯერ ვერ გიცნეს,
ნუგეშადა სთვლი ღირსებას მხოლოდ...
შენ სიყვარულის ხარ მეციხოვნე,
გუთნისდედაც ხარ მეზვრეც, მედროშეც,
იწვი, რომ გელათს თუ სვეტიცხოველს
გულანთებული მრევლი შემორჩეს,
რომ კვლავ ფასობდეს სიბრძნე რუსთველის,
ცოტნეს გმირობა და ჭირთა თმენა
და სიტყვა ჯერაც გამოუთქმელი
ჩვენს მომავალში გაბრწყინდეს რწმენად,
რომ დედაენას ვუვლიდეთ მუდამ
სასოებით და გულისფრთხიალით,
რომ ვცნოთ სიცოცხლეს რაოდენ უნდა
გამართლება და შველა ტრფიალით
მისი მძიმე და მშვენიერი
ცხოვრების ცოდნით გასხივოსნება...
მასწავლებელი, ხარ შენი ერის
სიამაყე და პატიოსნება!
/რ. ზუკაკიშვილი/
საით მიხვალ შემოდგომავ?
https://drive.google.com/file/d/14oAlRz6nuFbY_c7SETw73vH4v1FWEQNW/view?usp=sharing
Комментариев нет:
Отправить комментарий