პროექტები


სიკეთე         გადამდებია!
პროექტის   აღწერა:მოსწავლეებში   ხშირად  შეიმჩნევა  სირთულეები                         მეგობრობის  სფეროში  სსსმ  მოსწავლესთან.  ამიტომ  ამ  პრობლემის   გადასაჭრელად    ავირჩიე    აქტივობა  ,,სიკეთე   გადამდებია“,  რომელმაც   ხელი  შეუწყო  ტოლერანტული   განწყობილების    ზრდას  მოსწავლეებში.  ისინი  კიდევ  უფრო   მეტი  სიყვარულითა   და  თანადგომით   განეწყვნენ  სსსმ  მოსწავლესადმი.   ისწავლეს  სიკეთის  ცნების    განსაზღვრება.
პროექტის  სრული  აღწერა:  მასწავლებელი  ისაუბრებს    მოსწავლეებთან  სსსმ მოსწავლეებზე,   მათ  საზოგადოებასთან   ინტეგრაციაზე,  სიკეთეზე,   რომ   სიკეთე     უანგაროდ ჩადენილი  საქმეა,  რითაც  სხვას   ბედნიერებას    მიანიჭებ.  ის  კიდევ        სხვას           გაუკეთებს          სიკეთეს.  ამ   მიზნით   მოსწავლეები    ხელოვნების  გაკვეთილზე   დაამზადებენ  ,, დეკორატიულ ხელთათმანებს“ წარწერებით:  ,,გავუთბოთ  ერთმანეთს  გულები“,   მოვეფეროთ     ერთმანეთს“ და  სხვა ..   .  ისინი  შეაგროვებენ    საჩუქრებს,   ისწავლიან  ლექსებს,  სიმღერებს--  სიკეთეზე,  მეგობრობაზე  და  გაემგზავრებიან   ინკლუზიურ  მოსწავლეთა      ცენტრში.      ჩაატარებენ    ღონისძიებას  მათი  მონაწილეობით,  გადაცემენ      საჩუქრებს          ,,მზის   შვილებს“  და  დაბრუნდებიან    სკოლაში.   ნახავენ   ანიმაციურ        ფილმებს          სიკეთესა   და        მეგობრობაზე   მოაწყობენ      დისკუსიას.    ჩაატარებენ     როლურ      კითხვას   იაკობ      გოგებაშვილის     მოთხრობის   ,,კეთილი    ამხანაგების      მიხედვით.    მოაწყობენ  გამოფენას,    შექმნიან   კედლის  გაზეთს.  ასეთი          აქტივობების        საშუალებით   მოსწავლეები   ერთმანეთს  აგრძნობინებენ  მეგობრობისა  და  სიკეთის ძალას.
მონაწილეტა  ასაკი/  კლასები.  7-8  წელი    პირველი   კლასი.
ვადები  ხანგრძლივობა:   6  თვe
პროექტის  მიზანი:
  1.სიკეთე  იმდენად  დიდი  მადლია,რომ  მის  გარეშე   სიცოცხლე  წარმოუდგენელია.
2 .ურთიერთდახმარებისა  და  თანადგომის  გრძნობის  გამომუშავება
3.სიკეთის  სურვილის  გადადება   სხვა  ადამიანებზე
პროექტის   შესაძლო    აქტივობები:    ჯგუფური  მუშაობა,   დისკუსია,როლური   კითხვა,ღონისძიების   მოწყობა,
მოსალოდნელი  შედეგები/   პროდუქტები,რაც  შეიძლება   შეიქმნას   
        ოსწავლეებს  განუვითარდებათ    მეტყველების,  კრიტიკული  აზროვნების,  წერის  დისკუსიის  გამართვის   ჯგუფური   მუშაობის ,  სოციალური  თანამრომლობითი,  მოსმენისა    და  მეტყველების  უნარ-  ჩვევები.                                                              მოსწავლეე  ჩამოუყალიბდებათ  და  ერთმანეთის  მიმართ  განეწყობიან  თანადგომის   ურთიერთდახმარების   გრძნობის  სურვილით.  კიდევ  უფრო  მეტი  სიყვსრულითა  და  პატივი  და  სცემით     განეწყობიან   ,,მზის  შვილებისადმი“.   მოუწოდებენ   თანატოლებს     რომ      სსსმ  მოსწავლეები  საზოგადოების  წევრები  არიან     და   საჭიროა     ვიმეგობროთ  და  ვიცხოვროთ  მათთან  ერთად.
სარგებელი   სხვებისათვის:     ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებელი   ამ   მასალას   გამოიყენებს  კონკრეტული  თემის,   კერძოდ     ..გოგებაშვილის   ,,კეთილი     ამხანაგების    ახსნის  დროს.  პარალელსს   გაავლებენ    აღნიშნულ  პრობლემასთან          და   მოაწყობენ     დისკუსიას.                                                                                                          კლასის  დამრიგებლს  ეს  მასალა  დაეხარებათ   კლსსაათების   ,კერძოდ     ,,მეგობრობასა   და  ტოლერანტობაზე   საუბრის   დროს .                                                                                     მოსწაავლეები  ამ  პროექტით   მოუწოდებენ  მათ  თანატოლებს     გამოიჩინონ  სიყვარული   ამ       ,,მზის  შვილებისადმი „  ეწვივნონ  ინკლუზიურ      ცენტრს  და  გაულამაზონ  ერთი   დღე  მაინც       მათ  ცხოვრებაში.
საგანთან,  საგნობრივ     ჯგუფთან  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი :                   პროექტის   განხორციელებით  მყრდება   მჭიდრო   კავშირი    ეროვნულ  სასწავლო  გეგმის საგნობრივ   პროგრამებთან 
  ქართულ  ენასა   დალიტერატურაში:  წერის,   კითხვის,  მოსმენის,საუბრის,   კრიტიკული   და  შემოქმედებითი  აზროვნების  უნარები.მოსწავლე  მხატვრულად  კითხულობს   ტექსტს  მსჯელობს,ჰყვება  გამოთქმით  ლექსებს,  წერს  კედლის  გაზეთში  მცირე  ზომის  თხზულებებს.   მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა   მარტივი    მიზნობრივი  ტექსტების   დაწერა  და   შესაბამისად  გაფორმება.                                             მონაწილეობს    სხვადასხვა  ჯგუფურ  აქტივობებში,   როლურ  კითხვაში,  წარმართავს  დიალოგებს  სხვადასხვა   ადრესატთან,  თანატოლებთან     (  მასწავლებელთან,  თანათოლებთან),  ადვილად  შეარჩევს  სამეტყველო  სტილს .
ხელოვნებაში:უვითარდებათ  წარმოსახვის,  ფანტაზიის  უნარი.   შემოქმედებითად      იყენებს    ხელოვნების   ელემენტებს.  მონაწილეობს   ერთობლივი  ნამუშევრის  შექმნაში.
საინფორმაციო  ტექნოლოგიები:  კომპიუტერის  საშუალებით   მასწავლებლის  დახმარებით შექმნიან  პრეზენტაციას   მოცემული  პროექტის  მიხედვით.  იუმჯობესებენ   ინფორმაციის   მოპოვების,   ისტის   საშუალებების    მოხმარების   დემონსტრირებას.
მონაწილეობა   სხვა   სკოლებიდან:  წყალტუბოს   ინკლუზიურ   ბავშვთა   ცენტრის   მოსწავლეებმა    მონაწილეობა    მიიღეს     წყალტუბოს   მე-4  საჯარო  სკოლის  მიერ  დაგეგმილ   ღონისძიებაში    (სათაურით   ,,სიკეთე   გადამდებია.“)
პროექტის  ავტორი :  ხათუნა    ქუთათელაძე.                                                                                                                                                                                      
    
                                                       რეფლექსია

    პირველ          კლასში  განვახორციელე  პროექტი სახელწოდებით  ,,სიკეთე  გადამდებია“  პროექტის  იდეა  თვით  მოსწავლეებისგან  წამოვიდა,  მას  შემდეგ,რაც  სადამრიგებლო  საათზე    ვნახეთ    ანიმაციური  ფილმი  პატარა  გოგონასა  და   ინკლუზიური   ბავშვის   მეგობრობაზე.
   ჩემს    მოსწავლეებში  ხშირად  შეიმჩნეოდა   სირთულეები  მეგობრობის  სფეროში  სსსმ მოსწავლესთან.  ამიტომ  ამ  პრობლემის  გადასაჭრელად  ავირჩიე  აქტივობა  ,,სიკეთე  გადამდებია“,რომელმაც  ხელი  შეუწყო  ტოლერანტული   განწყობილების  ზრდას  მოსწავლეებში. ისინი  კიდევ  უფრო  მეტი  სიყვარულითა   და  თანადგომით  განეწყვნენ  სსსმ   მოსწავლისადმი.  
    პროექტის    განხორციელებისათვის   მნიშვნელოვანი  ყურადღება  დავუთმე   უკუკავშირის   მეთოდებს.         ,,ბარათებით  თამაში,“ აღნიშნული  მეთოდი  დამეხმარა   უთანხმოებები  მომეგვარებინა  დასაწყისიდანვე.  ის  რომ  მთელი  კლასი   ერთობლივად   მუშაობდა  კითხვაზე     ,,რა   არის  სიკეთე?“ეს     კარგი  დასაწყისი  აღმოჩნდა     პროექტის     წარმატებით    განხორციელებისათვის.  აღსანიშნავია,რომ   მოსწავლეთა   მიერ  დასახელებულ  მოსაზრებებში  ფიგურირებდა  ურთიერთანამშრომლობის,  მეგობრობისა   და     სიკეთის    საკითხები.
        მოსწავლეები   ხალისით  ჩაერთვნენ  პროექტში,     რომელიც  გამოიწვია  საინტერესო   აქტივობებმა:მხატვრული  ტექსტების  დამუშავებამ,.ხელოვნების  გაკვეთილზე     ,,დეკორატიული   ხელთათმანის  ‘’  დამზადებამ   წარწერებით,   .საჩუქრების  შეგროვებამ,       მზის  შვილებთან  სტუმრობამ  და  ერთობლივი   ღონისძიების  მოწყობამ,ამ  მოსწავლეებზე  საჩუქრების  გადაცემამ,   სკოლაში  როლური  კითხვის   მოწყობამ   ი.გოგებაშვილის   ,,კეთილი  ამხანაგების“   მიხედვით, ანიმაციური  ფილმის  ჩვენებამ  და  დისკუსიის მოწყობამ.  ასეთი    აქტივობებით   მოსწავლეები  აგრძნობინებენ  ერთმანეთს   მეგობრობისა   და  სიკეთის  ძალას..
ჩემი  მოსწავლეები   მოუწოდებენ  მათ  თანატოლებს ,  რომ   ეწვივნონ   ინკლუზიურ   ცენტრებს    და  გაულამაზონ  ერთი ჩვეულებრივი დღე ,რომელიც    მათ  ცხოვრებაში მნიშვნელოვანი   და   დასამახსოვრებელი  გახდეს.
                                                                                                                                                       
        პროექტის  შეფასების  კრიტერიუმები                                                                                                                                            
1.     მოხდა  თუ  არა   დასახული  მიზნების  მიღწევა?
2.     რომელი  აქტივობა  ვერ  განხორციელდა  და  რატომ?
3.     რომელ  კომპონენტში  იყო  პროექტი  წარმატებული?
4.     რა  სარგებელი  მიიღეს   პროექტის  მონაწილეებმა?
5.     განხორციელდა  თუ  არა  პროექტით  გათვალისწინებული      არ  მომხდარა  რაიმეს  დამატება  ან  მოდიფიცირება?
6.     მომავალში  მეტი  ყურადღება  რას  მივაქციო?

  პროექტის   მონიტორინგი.

1.       მოხდა  თუ  არა   დასახული  მიზნების  მიღწევა?
პროექტით  განსაზღვრული  ყველა  მიზანი   მიღწეულია
2.       რომელი  აქტივობა  ვერ  განხორციელდა  და  რატომ?
აქტივობები  გეგმის  მიხედვით  განხორციელდა
3.       რომელ  კომპონენტში  იყო  პროექტი  წარმატებული?
განსაკუთრებით  საინტერესო  აღმოჩნდა  სსსმ მოსწავლეებთან  სტუმრობა  ინკლუზიური  განვითარების  ცენტრში  და  ღონისძიების  ჩატარება    მათთან  ერთად.
4.       რა  სარგებელი  მიიღეს   პროექტის  მონაწილეებმა?    ავღნიშნავ,რომ  მოსწავლეებს  ამ  პროექტით  განუვითარდებათ  მეტყველების,     კრიტიკული  აზროვნების  ,წერის,   ჯგუფური   მუშაობის,სოციალურ-თანამშრომლობითი,  მოსმენისა   და  მეტყველების   უნარ  -ჩვევები.მოსწავლეები       კიდევ  უფრო  მეტი   პატივისცემითა  და  სიყვარულით   განეწყობიან  მზის  შვილებისადმი.

5.       განხორციელდა  თუ  არა  პროექტით  გათვალისწინებული      არ  მომხდარა  რაიმეს  დამატება  ან  მოდიფიცირება?
გეგმით  გათვალისწინებული  ყველა  აქტივობა   განხორციელდა,  მსვლელობისას  .რაიმეს  დამატება  ან  მოდიფიცირება  არ  მომხდარა
6.       მომავალში  მეტ ყურადღებას  მივაქცევ,  ცალკეული  აქტივობების  დაგეგმვასას
 საგანთან,  საგნობრივ   ჯგუფთან    ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
ქართ.III.2  მოსწავლეს   შეუძლია  ტექსტის  დანიშნულების     ადრესატის  ამოცნობა  მოსმენით.  შეუძლია   სამეტყველო  ქცევის   წარმართვა  ადრესატის  გათვალისწინებით.
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე
         ამოიცნობს          საკომუნიკაციო  და  მიზნობრივი  ტექსტების  ადრესატს                                      (  თანატოლებს,უფროსებს,)  ადრესატის   გათვალისწინებით   ირჩევს  შესაბამის სამეტყველო  ეტიკეტს,  ვერბალურ  და  არაველბალურ  საშუალებებს.
ქართ.lll.   8 მოსწავლეს  შეუძლია  ლიტერატურული  ტექსტის  მიმართ   საკუთარი  დამოკიდებულების   გამოხატულება.
შედეგი  თვალსაჩინოა ,  თუ  მოსწავლე
        გამოხატავს   წაკითხული  ტექსტით  აღძრულ   ემოციებს,  განცდებს.
          ასახელებს  საყვარელ   პერსონაჟს  და  ხსნის  საკუთარ  არჩევანს.
    ნაწარმოების  გმირების  მოქმედების  მოტივს  (რატომ  მოიქცა  ასე ) და  ხსნის  მათ  საქციელს
ქართ.III 12 მოსწავლეს  შეუძლია   მცირე  ზომის   ტექსტის    დამოუკიდებლად   შექმნა   და  აზრის   გასაგებად  ჩამოყალიბება.
შედეგი  თვალსაჩინოა ,  თუ  მოსწავლე
    სხვადასხვა  საგანში  შეძენილი  ცოდნის  საფუძველზე  ქმნის  მცირე  მოცულობის  თხზულებას,  ტექსტებს.
     თანმიმდევრულად  გადმოსცემს  ტექსტს   წერილობით.
ხელ.III.1  მოსწავლე   იყენებს  სახვითი  ხელოვნების  ძირითად  ელემენტებსა  და  პრიბნციპებს   ნამუშევრის  შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა ,  თუ  მოსწავლე:
ქმნის  სიმეტრიულ  და  ასიმეტრიულ  ნამუშევარს   კოლაჟის  ,  აპლიკაციის,  მოზაიკის  და  სხვა  ტექნიკით.
ხელ.III.6  მოსწავლე   მუშაობს  გუნდში ნ\პრობლემის  გადასაჭრელად.
შედეგი  თვალსაჩინოა ,  თუ  მოსწავლე:
მონაწილეობს  გუნდურ   სამუშაოში.
მონაწილეობს   ერთობლივი  ნამუშევრის  შექმნაში.
კლასელებს   ეხმარებაპრობლემის  გადაწყვეტაში.

ისტექნ.1.1მოსწავლე   ფლობს  ინფორმაციულ   და  საკომუნიკაციო    ტექნოლოგიებთან   დაკავშირებულ   ძირითად  ცნებებსა  და  ოპერაციებს.
შედეგი  თვალსაჩინოა ,  თუ  მოსწავლე:
იყენებს  სახატავ  და  ტექსტურ  რედაქტორებს  მასწავლებლის  მიერ   ჩატარებულ   სასწავლო  აქტივობისას.
იყენებს   ისტს  საგამომცემლო  და  სხვა  შემოქმედებით  საქმიანობაში.
ისტექნ.1.5  მოსწავლეს  სეუზლია   კვლევის  ტექნოლოგიური   საშუალებების  გამოყენება.
შედეგი  თვალსაჩინოა ,  თუ  მოსწავლე:
იყენებს საძიებო  სისტემას  ინფორმაციის  სხვადასხვა  წყაროდან  მისაღებად.(მაგალითად   ,  მოიძიებს  ლექსის  ტექსტს,  აუდიო  ან  ვიდეო    ფაილს.)


https://drive.google.com/file/d/0B43i-QyUfeLwYkpkcnQ2UlVQYms/view?usp=sharing


ჯანსაღი  ცხოვრების  წესი

https://drive.google.com/file/d/10fKySj5NSSRC9bH-tN47BO-MbdfzQvqG/view?usp=sharing

https://drive.google.com/file/d/10fKySj5NSSRC9bH-tN47BO-MbdfzQvqG/view?usp=sharinghttps://drive.google.com/file/d/10fKySj5NSSRC9bH-tN47BO-MbdfzQvqG/view?usp=sharing

https://drive.google.com/file/d/1wu3ej_pZXmqewsqFUKwc9phb2f8mQUYC/view?usp=sharing
https://drive.google.com/file/d/16cUsdNlNYHvLfOsmdTUQ5IgCSNJ-VCpi/view?usp=sharing
















Комментариев нет:

Отправить комментарий