მშობლების გვერდი

სიმორცხვე ბავშვებში და მისგან თავის დაღწევის გზები - სპეციალისტების რჩევები მშობლებს
სიმორცხვე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. სპეციალისტების აზრით, ზომიერ სიმორცხვეში საგანგაშო არაფერია, თუმცა, მშობელს არც ამ შემთხვევაში უნდა გამოეპაროს ბავშვის ხასიათის ეს თვისება და უნდა მიაქციოს ყურადღება რა სახით არის გამოვლენილი ბავშვის ხასიათში სიმორცხვე.
ფსიქოლოგების აზრით, ზოგიერთი ბავშვისთვის ბაღისა და სკოლის გარემოში ყოფნა ძალიან სახალისო გამოცდილებაა და ისინი ძალიან აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
ყოველთვის მზად არიან, პასუხი გასცენ მასწავლებლის ყველა კითხვას და ცდილობენ, იყვნენ პირველები ყველაფერში. თუმცა, მორიდებული ბაშვებისთვის ასეთი სიტუაციები შეიძლება ზედმეტად დამთრგუნველი და ამაღელვებელიც იყოს. მათ შეიძლება მოერიდოთ კლასში ხმის ამოღება; ისინი ცდილობენ, ჯგუფში უკან დაიმალონ; ურჩევნიათ, იყვნენ თავისთვის და ითამაშონ მარტო კუთხეში.
ხშირად, როდესაც ბავშვი ზედმეტ სიმორცხვეს იჩენს, უჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და სხვა ბავშვებთან თამაშს ცალკე ყოფნას არჩევს, მშობლები ვერ ხვდებიან რა სახის პრობლემასთან აქვს საქმე მის ბავშვს და ამ ყველაფერს ასე ხსნიან - „ასეთი ხასიათების ბავშვია“. თუმცა; ზედმეტმა სიმორცხვემ, რომელიც რეალურად სერიოზული პრობლემაა, შესაძლოა მომავალშიც აქტიურად იჩინოს თავი და თქვენს შვილს არაერთხელ შეუშალოს ხელი. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ ბავშვებს ადრეულ ასაკში უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ და დავეხმაროთ დაძლიონ პრობლემა, სახელად - სიმორცხვე. 
ფსიქოლოგები ბავშვებში სიმორცხვის დასაძლევად, მშობლებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ:
 · ნუ შეადარებთ მას სხვა ბავშვებს - ნუ გაუსვამთ ხაზს მისი თანაკლასელისა და თანატოლის მიღწევებს და შესაძლებლობებს;

 · ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მის წარუმატებლობაზე, პირიქით, შეეცადეთ არ გამოგრჩეთ მისი სულ უმნიშვნელო მიღწევაც კი და შეაქეთ წარმატებისთვის;

 · ნუ მიაკერებთ ბავშვს მორიდებულის და მორცხვის იარლიყს - ნუ აღნიშნავთ მისი ხასიათის ამ თვისებას სხვასთან, მითუმეტეს მისი თანდასწრებით. ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს მის ხასიათზე და უარეს შედეგამდე მიხვალთ;

 · შეეცადეთ განუმტკიცოთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა - დაეხმარეთ, იყოს უფრო თავდაჯერებული. ხშირად გაუმეორეთ სიტყვები – „ყველაფერი გამოგივა”, „კარგად ხარ მომზადებული” და ა.შ;

 · გაჰყევით სკოლაში / ბაღში - თქვენი ყოფნა საკლასო ოთახში დაეხმარება ბავშვს უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ გარემოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნუ გახდება თქვენი ვიზიტები სისტემატიური, რადგან ამით ზედმეტად თქვენზე დამოკიდებული გახდება ბავშვი და სკოლაში/ ბაღში ყოფნა უთქვენოდ გაუჭირდება.
არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ სიმორცხვე ტრაგედია არ არის. თუმცა, უყურადღებოდ დატოვებისა და დაუძლევლობის შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, ის სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს და განვითარების მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორადაც მოგვევლინოს.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თავაზიანობა - ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს
თავაზიანობა - ეს არის აღზრდის, ტაქტის, ზრდილობის ერთობლიობა.  იმისთვის, რომ ბავშვი თავაზიანი გაიზარდოს, მშობლები აქცენტს აკეთებენ კარგ მანერებზე, ცდილობენ ბავშვს ასწავლონ სიტყვები: „გამარჯობა“, „ნახვამდის“, „მადლობა“, „თუ შეიძლება“, „გთხოვ“, „ბოდიში“,  „მაპატიე“და ა. შ.                   
ფსიქოლოგების აზრით, ყოველთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ურთიერთობს მშობელი შვილთან, როგორ ესაუბრება, რამდენად პატივისცემით ეპყრობა მას და მის სურვილებს.
როგორ უნდა მიაღწიოს მშობელმა იმას, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს თავაზიანი მანერები? ფსიქოლოგები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ:
  • იყავით მაგალითი ბავშვისთვის- ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვი ინტუიციით შეითვისებს თავაზიანობასა და პატივისცემას გარშემო მყოფების მიმართ. ამდენად, ბავშვის საუკეთესი მაგალითი - მშობელი, რომლისგანაც ბავშვი ახდენს სხვადასხვა მანერის მიბაძვას, უნდა იყოს ბავშვისთვის სამაგალითო ურთიერთობებში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ტრანსპორტში, სტუმრად თუ მაღაზიაში. ასწავლეთ ბავშვებს ე.წ. „ფორმულა“ - მოექცნენ სხვას ისე, როგორც თვითონ უნდათ, რომ მოექცნენ.
  • წაუკითხეთ ლექსები და ზღაპრები. აჩვენეთ მულტფილმები სადაც დადებითი პერსონაჟები დომინირებენ თქვენთვის სასურველი თვისებებით , რაც გინდათ რომ თქვენმა შვილმა აითვისოს. აუხსენით, რომ ეს პერსონაჟი ყველას უყვარს მისი მანერებიდან გამომდინარე. ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საყვარელი პერსონაჟის საქციელებს. ამდენად, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენი შვილის ჩამოყალიბებაზე. 
  • არასოდეს ვაიძულოთ ბავშვს მისალმება და მადლობის გადახდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასწავლოთ ბავშვს ეს ორი ჯადოსნური სიტყვა- „მადლობა“ და „ბოდიში“. თუმცა, ამის სწავლა არ უნდა მოხდეს იძულებით, მხოლოდ იმიტომ რომ ამით მის თავაზიანობას გაუსვათ ხაზი საზოგადოებაში. მაშინ როდესაც ეს ყველაფერი იძულების გზით მოხდება, ბავშვი ვერასოდეს მიხვდება მის მნიშვნელობას და აზრს.
  • მნიშვნელოვანია ბავშვს ადრეული ასაკიდან ასწავლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო მაგალითს ისევ და ისევ თქვენგან - მშობლისგან აიღებს. ის ხედავს როგორ იქცევით თქვენს მეგობრებთან , მშობლებთან და უშუალოდ ბავშვთან.  არ მოერიდოთ ბოდიშის მოხდას, მაშინ, როდესაც დამნაშავე ხართ. მოიხადეთ ბოდიში ბავშვის თანდასწრებით და აუხსენით მას, რატომ გააკეთეთ ეს. ფსიქოლოგების აზრით, დაახლოებით 2 წლის ასაკიდან უკვე  ნაცნობია დანაშაულის განცდა. ხოლო 3 წლიდან ბავშვი უკვე გააზრებულად სწავლობს ბოდიშის მოხდას და შეუძლია გააანალიზოს საკუთარი ემოციები. 
ზრდილობიანი ბავშვის აღზრდა ნებისმიერი მშობლის საზრუნავს და არც თუ ისე მარტივ ამოცანას წარმოადგენს. თუმცა გახსოვდეთ, რომ მოთმინებით, საკუთარი კარგი მაგალითითა და ყურადღებით აუცი
ლებლად შეძლებთ თქვენი შვილის კარგი მანერების გამო ქება თქვენც დაიმსახუროთ და თქვენმა შვილმაც.
al
















„მშობლებთან თანამშრომლობა – ვსწავლობთ ერთად“

http://mastsavlebeli.ge/?p=18080&fbclid=IwAR1o2uEjxFYBtJgnEhrKISzjYBTNOIzlGWB9pIwSXOz9BP39U3ZsymVz4rA

https://www.facebook.com/cerebrumblog/photos/a.376260179589679/466719720543724/?type=3&theater
პოზიტიური  მიდგომა  ბავშვის  მიდგოისას

Комментариев нет:

Отправить комментарий