პროექტი2


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ხათუნა  ქუთათელაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქალაქი   წყალტუბო
სკოლა
N4  საჯარო  სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
პროექტის სრული დასახელება  ,,ჯანსაღ სხეულში , ჯანსაღი  სულია“
პროექტის შინაარსი
მიოიძიებენ  ინფორმაციას ჯანსაღი  ცხოვრების წესის შესახებ, გაეცნობიან იმ  თემებს აქტივობებს,რომლებიც ადამიანის გაჯანსაღებას  ემსახურება, შეადგენენ ბუკლეტს ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი  სულია.“
საგანი/საგნები
ბუნება, , სპორტი, ისტი
საფეხური/კლასი 
სწავლების საფეხური, კლასი
პროექტის განხორციელების დრო
მაგალითად: რვა 45წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა, 3 თვე და ა.შ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები

ბუნებისმეტყველება:
ბუნ.1.7
მოსწავლეს  შეუძლია პირადი   ჰიგიენისა და უსაფრთხო  ქცევის ელემენტარული წესების  დაცვა.
სპოტი
სპ.1.3.
მოსწავლეს  შეუძლია მონაწილეობის   მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა   და გაკაჟებისათვის აუცილებელ რეგულარულ  ფიზიკურ აქტივობებში.
ისტი
ისტ.1.4 
მოსწავლეს  შეუძლია კომუნიკაციის    ტექნოლოგიური საშუალებების  გამოყენება.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები   შეიძენენ ურთირთთანამშრომლობისა  და ჯანსაღ ცხოვრების უნარ- ჩვევებს,მოიძიებენ  ინფორმაციას ინტერნეტში, ააწყობენ პრეზენტაციას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა  არის   ჯანსაღი?
ხშირად  ვვარჯიშობ?
თემატური კითხვები
რა  სარგებლობა  მოაქვს ვარჯიშოს?
შინაარსობრივი კითხვები
როგორ  გამოიყურება  ჯანსაღი ადამიანი?
რომელი  ადამიანია  უფრო ზლიერი, ვინც  ვვარჯიშობს , თუ ვინც  არა?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
კითხვები       
  გონებრივი  იერიში
დღიური
სასხვადასხვა მოსწავლის ნამუშევრები და შეფასებები  ჩეკლისტები  
პროექტის მსვლელობისას

 გრაფიკული ორგანეიზერები
 პრეზენტაცია, 
დისკუსია
თვითშეფასება,ურთიერთშეფასება,მასწავლებლის 
დღიური,სქემა,რუბრიკა,.ფორმა.მასწავლებლის მონიტორინგის რვეული, კითხვები, დღიურები
პროექტის დასრულების შემდეგ
  პროდუქტები

ნახატების    გამოფენა
შეფასების მოკლე მონახაზი

პროექტის მანძილზე გამოვიყენე სხვადასხვა ტიპის შეფასებები.მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივეცი სხვადასხვა ტიპის დავალება.მიცემულ დავალებებთან ერთად მივიწოდე ბროშურის,გაზეთის, პრეზენტაციის ჩეკლისტი,რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა მოახდინეს თვითშეფასება და ასევე მეც შევაფასე ისინი. დავსვი მიმართულების მიმცემი კითხვები ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი,რომელიც შევაფასე სპეციალური რუბრიკის საშუალებით.მოსწავლეების საჭიროების დასადგენად გამოვიყენე ვმვ ცხრილი,რომელიც შევაფასე საჭიროების კითხვარის რუბრიკით.რათა სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული ყოფილიყო. ჩავატარე მოკლე განმავითარებელი შეფასება, რაც დამეხმარა როგორც ძლიერი მხარეების, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, ჯგუფები შევაფასე კოლაბორაციული შეფასების სისტემით და ამასთანავე მოვახდინე პორტფოლიოს რუბრიკის შეფასება
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლეებს  აქვთ გარკვეული  ინფორმაცია ჯანსაღი  ცხოვრების წესის შესახებ.  შეუძლია სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებში  მონაწილეობის მიღება.ინტერნეტ ძიება
სასწავლო პროცედურები
ჯანსაღი  ცხოვრების  წესების აქტუალურობიდან  გამომდინარე შევარჩიე თემა  ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”  კარგად მქონდა გააზრებული რომ დამჭირდებოდა  კოლეგის ადმინისტრაციისა და მშობლების დახმარება,  ამიტომაც შევქმენი პუბლიკაცია რომლის მიზანი იყო პროექტისათვის  აქტიური მხარდაჭერა. შევარჩიე იმ საგნების სტანდარტები,რომელთა ინტეგრირებაც  მჭირდებოდა პროექტში. ასევე შევარჩიე 21 საუკუნის უნარ ჩვევები.. დიდი სურვილი მქონდა  მოსწავლეები თავად მისულიყვნენ პროექტის თემამდე. ამიტომ დავსვი კითხვები. მთელი პროექტის   მანძილზე ვახდენდი ვ-მ-ვ ცხრილის შევსება-შეფასებას, ვიცავდი საავტორო უფლებებს და ბიბლიოგრაფიას.  პროექტის ყველა ეტაპზე ვახდენდი სხვადასხვა ტიპის შეფასებებს, მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად სადაც გამოვიყენე  აქტივობა „სუპერ დეტექტივი’’ ჯგუფებს გავუნაწილე დავალებებები, რომელიც მივაწოდე ნიმუშის სახით(ბ როშურის გაზეთისა  და პრეზენტაციის შაბლონი).

    მოსწავლეებს მივანიჭე საკუთარი როლი, მივაწოდე შეფასების რუბრიკა და  განხორცილდა შემდეგი სამუშაოები:

I  კვირა  _ პროექტის  დასაწყისში სამუშაო  მივეცი მთელ კლასს. კლასში  არსებული ჯგუფები კი ინაწილებენ  სამუშაოს, რათა კვირის ბოლოს შეძლონ  საპრეზენტაციოდ ფლიფჩარტის მომზადება. კვირის  ბოლოს ვისმენთ თითოეული ჯგუფის პრეზენტაციას, თუ  რამდენად საინტერესო იყო მათთვის სამუშაო თემა, რთული  იყო თუ არა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. 
 II  კვირა _  I ჯგუფი __ კედლის  გაზეთის დამზადება.

ელენე_ ზოგადი  ინფორმაცია ჯანსაღი  ცხოვრების წესზე- მოკლე  საინფორმაციო ტექსტის მომზადება   ბარბარე- ინფორმაცია პირადი ჰიგიენისა  და დღის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე.  თინიკო-ფიზიკური აქტივობების როლი მოზარდის  განვითარება სრულყოფაში. ნინი-გაზეთის დაიზაინი  და ინფორმაციათა რაციონალურად გადანაწილება. 
         განვიხილე  ელენეს ნამუშევარი  და უკვე კორექტირებული  სახით მივაწიდე ნინის, რათა  დაეწყო გაზეთზე მუშაობა. გაზეთზე  კი პირველად მოვათავსეთ ანდრიას მიერ  მომზადებული ნახატები. შემდეგ გადავხედე  ბარბარესა და თინიკოს მიერ მომზადებულ დავალებას,  მოსწავლეებთან ერთად შევიტანე ცვლილებები და დავიწყეთ მისი  განთავსებაც გაზეთზე, მუშაობის პროცესში დახმარება გაგვიწიეს მოსწავლეთა  მშობლებმაც. ყველა მუშაობდა გაზეთის სილამაზისა და სრულყოფისათვის
IIკვირა _ II ჯგუფი  __ ვიდეორგოლის  დამზადება მასწავლებლის  დახმარებით

საბა ამზადებს  პოვერპოინტის ფურცლებს  ინფორმაციების განსათავსებლად (ფონი,  ფერი, შრიფტის ზომა). თევდორეს_ მოაქვს  საინტერესო ინფორმაცია ზოგადად ჯანსაღიცხოვრების    შესახებ, 
ანამარიას  ინფორმაცია ჯანსაღი  საკვების შესახებანასტასია  მოიძიებს ვიდეორგოლს, რომელიც    საპრეზენტაციოდ კიდევ ერთხელ განამტკიცებს   მათ ნამუშევარს თანაკლასელთა ინფორმირებისას. გადავხედავ  ანას მიერ შერჩეულ დიზაინს, მივაწოდებ თევდორეს და ანამარიას  მიერ მოტანილ და უკვე გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელსაც განათავსებს  ფურცლებზე.ამის პარალელურად განვიხილავ მოცემულ ინფორმაციებს და მოვამზადებ  გადასაწერად.საბოლოოდ იქმნება საპრეზენტაციოდ მომზადებული საპრეზენტაციო რგოლი.
 III კვირა _ _            მოსწავლეები   მშობელთა, პედაგოგთა  ჩართულობით გამართავენ მხიარულ   სტარტებს,რაც ხელს შეუწყობს სპორტის   პოპულარიზაციას,როგორც პატარებში, ასევე  უფრიოსებშიც და გაუჩნდებათ სურვილი აქტიურად  დაკავდნენ სპორტით.
ნახატების,  სურათებისა და  მისამართის განთავსებას.    ყველა ამ სამუსაოს შესრულებაში    დახმარებას გვიწევდნენ მოსწავლეთა მშობლები.
IVკვირა  III ჯგუფი  ინტერვიუ ექიმთან  და სპორტსმენთან    
   ბარბარე   და ნიკოლოზი-  წარმოადგენენ ექიმთან  ინტერვიუს შედეგებს ,რომელსაც  რამდენიმე პროფესიული შეკითხვა  დაუსვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
თათული   და ანდრია   წარმოადგენენ ჩვენი  სკოლის საქართველოს ჩემპიონის ახალგაზრდა  სპორტსმენთან ინტერვიუს,რომელსაც დაუსვეს რამდენიმე  შეკითხვა ჯანსაღი ცხოვრების თემაზე. მათი ნამუშევარი  მომზადა ცალკე ფურცელზე საპრეზენტაციო სახით..
V კვირა  _ ნახატების  გამოფენა მოსწავლეებმა  თავიანთ ნამუშევარში წარმოადგინეს ნახატები  ჯანსაღი ცხოვრების შესახებ
     Vკვირა-       ამ კვირის ბოლო სასწავლო  დღეს შედგა ნამუშევრების პრეზენტაცია.  წარმოჩინდა თითოეული ჯგუფის ნამუშევარი.   მოსწავლეები ყურადღებით ისმენდნენ საინტერესო  და ახალ ინფორმაციას..
                
მშობელთა  ჩართულობის  მიზნით შევთავაზეთ  მშობლებს დაგვხმარებოდნენ  წიგნის აკინძვასა და გაფორმებაში.  მოსწავლეებმაც გაინაწილეს სამუშაოები:  მარიამი ზოგადი ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების   წესზე. ნიკოლოზი_ ძილი და ჯანმრთელობა მამუკა-რა  მჭირდება ჯოსწავლეთანმრთელობისთვის.

         მშობლებმა  წარმოადგინეს  აკინძული წიგნი,  რომელშიც განთავსდება  მოსწავლეების ნამუშევარი.  ინფორმაციების განთავსებას იწყებს  ნინი, რადგან წიგნის დასაწყისშივე განაწყოს  მკითხველი წასაკითხად. შემდეგ კი მოპოვებულ და  დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს ლუკა.. ნია  თეზისების სახით ჩამოწერს იმ რისკ-ფაქტორების შესახებ,  რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია არაჯანსაღი საკვების  მიღების,არასწორი ფიზიკური დატვირთვის,დღის რეჟინმისა და პირადი  ჰიგიენისწესების დაუცველობის შემთხვევაში. ნინი აღნიშნავს და შეგვახსენებს  იმ  
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
სსსმ მოსწავლე არ მყავს.თუ პროექტის მსვლელობის დროს გამოვიდა ასეთი მოსწავლე იმ შემთხვევაშიგამოვყოფ მაგალითად: დამატებით დროს სწავლისთვის,მოვამზადებ მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანებს, მოდიფიცირებულ დავალებებს, ჯგუფური მუშაობა,საჭიროებებისამებრ შევცვლი დავალებების კალენდარს, გამოვიყენებადაპტირებულ ტექნოლოგიებს, სპეციალისტების დახმარებას.პროექტის  მსვლელობისას მოსწავლეს მივცემგასაფერადებელ ნახატს ,რომელზეც გამოსახული იქნება ჯანმრთელობისთვის საჭიროსპორტული სათამაშოები(ნანტელები, ჰულა-ჰუპი.სახტუნელა,)ან კიდევ სათამაშოებს დავუკავშირებ სახელწოდებებს გამოვიყენებ ჩემს მიერ შექმნილ ნიმუშებს რათა მოსწავლემ წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობა. გამოვიყენებ დადებით უკუკავშირს თითოეული დავალების შესრულების შემდეგ.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არაქართულენოვანი მოსწავლეები არ მყავს, მაგრამ თუ ასეთი მოსწავლე გადმოვა,მოვამზადებ ქართული ენის შემსწავლელ დამხმარე სასწავლო კურსს.  ვიმუშავებ მოსწავლის მშობლიურ ენაზე ტერმინების ლექსიკონის შესადგენად,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. მუშაობის დაწყებამდე დავაწყვილებ სხვა მოსწავლესთანენობრივი დატვირთვის საჭიროებების გათვალისწინებით
ნიჭიერი მოსწავლეები
ასეთი ტიპის მოსწავლეებს დავავალებდი მოსწავლეებისათვის    რაღაც ფიზიკური აქტივობა ჩაეტარებინა.დახმარებოდა მოსწავლეებს
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა 
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
შეგიძლიათ   იხილოთ ბიბლიოგრაფიის  ჩანართში 
ინვენტარი/მასალები
დაფა,  ცარცი, ფერადი  ქაღალდები ,მაკრატელი,წებო.ფორმატის  ფურცელი.კომპიუტერისპორტული სათამაშოები:სახტუნელა  ბურთი
ინტერნეტრესურსები
s://www.facebook.com/pages/category/Community/ჯანსაღ-სხეულში-ჯანსაღი-სულია-1220176291326170/
https://giogiobliadze.wordpress.com/2013/11/27/ჯანსაღ-სხეულში-ჯანსაღი-ს
სხვა რესურსები
მშობლები,  მასწავლებლები,  ექიმი, სპორტსმენი-  მოსწავლე

Комментариев нет:

Отправить комментарий