სსიპ წყალტუბოს N4
საჯარო სკოლის დ/კლასების
უფროსი მასწავლებელი: ხათუნა
ქუთათელაძე (მომხსენებელი)
,,თანამედროვე გამოწვევები სწავლების
პროცესში“
მიმართულება :
ინტერაქტიული სწავლის მეთოდები
(11მაისი)
ინტერაქტიული
სწავლება გათვლილია ყოველი
მოსწავლის სარგებელზე. ამ დროს აქცენტი კეთდება
სწავლების ისეთ ფორმებზე, სადაც მოსწავლე
აქტიურად ერთვება სწავლის
პროცესში. მასწავლებელი ისე გეგმავს გაკვეთილს,
რომ ყოველი მოსწავლე პოულობს
თავის ადგილს და არ რჩება
პასიური ან გარიყული.
ინტერაქტიული სწავლება
არის ორმხრივი პროცესი
, რომლის დროსაც მოსწავლეები
აქტიურ როლს ასრულებენ, პასუხობენ კითხვებს,
თანამშრომლობენ ჯგუფური მუშაობის
დროს, აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში
და ა.შ. ამგვარად
ინტერაქტიული გაკვეთიის დროს მასწავლებლები და მოსწავლეები
აქტიურად ურთიერთობენ.
ინტერაქტიულია სწავლა, როდესაც მოსწავლე თვითონ არის
აქტიური საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის ფორმირებაში. სწავლის
საფუძველს მოსწავლის ინდივიდუალური
გამოცდილება და არსებული
ცოდნა წარმოადგენს. ამ მიზნით ჩავატარე
ინტეგრირებული გაკვეთილი: იაკობ გოგებაშვილის
,, პეპელა
და ფუტკარი“ გაკვეთილი
კარგი და ინტერესიანი რომ ყოფილიყო
თემის, მიზნის,
შეფასების რუბრიკების გაცნობის
შემდეგ გავაცანი განსახორციელებელი აქტივობები, რომელიც ჩამოწერილი
მქონდა ფლიფჩარტზე, ამ აქტივობამ მოსწავლეებში
აღძრა მოლოდინის სურვილი. გაკვეთილზე მოვახდინე
საგანთა შორის კავშირი
(ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება)
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეების დაინტერესების, მოტივაციის ამაღლების
მიზნით მათ მოვასმენინე
და ვანახე რომან
რცხილაძის კლიპი, ,,ფუტკარი".შემდეგ კი მოსწავლეებმა შეასრულეს
მ.ოთიაშვილის სიმღერა ,,ჩემი
ლამაზი პეპელა.“
წინარე ცოდნის
გააქტიურება მოვახდინე ,,დიახ-
არა“ ბარათებისა და
poverpoint-ში მომზადებული სლაიდების
საშუალებით.ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში განსხვავებული აზრის
გამოთქმისა და მისი არგუმენტირებულად ჩამოყალიბების უნარის
განვითარებას. ამასთან დავსვი
რამდენიმე შეკითხვა , , რომელიც უკავშირდებოდა წინა გაკვეთილის თემას.
ამ აქტივობამ უბიძგა
მათ გადაეხადათ საკუთარი
ცოდნისათვის და საფუძველი
ჩაეყარათ ,,პიროვნული ცოდნისათვის,
რომელსაც მომავალში ახალ ცოდნას შემატებდნენ. შედეგად
მოხდა მოსწავლეთა წინარე
ციდნის გააქტიურება და გაეზარდათ მოტივაცია
ახალი ცოდნის მისაღებად. პოზიტიური გარემოს
შესაქმნელად და ახალი მასალის გასაცნობად გამოვიყენე –ელექტრონული წიგნი ,,პეპელა და ფუტკარი“ .წიგნის გამოყენებით განვახორციელე სამოდელო კითხვა.
ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მოთხრობა,
მოსალოდნელ
უცნობ ლექსიკურ ერთეულზე, ვიმუშავეთ ტექსტის წაკითხვამდე(რადგან გავითვალისწინეთ მათი
ასაკიდან გამომდინარე, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა), შევავსეთ სქემა „სიტყვის პირამიდა“.მოსწავლეები მივიყვანე სწორ პასუხამდე. მათ კარგად
გაითავისეს უცნობი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობა და ზეპირად შეადგინეს წინადადებები.
ინტერაქტიული მეთოდით
სწავლების მოთხოვნის შესაბამისად
მინდოდა წინა პლანზე
წამოწეულიყო მოსწავლეთა შემოქმედებითი
უნარი. სწავლების პროცესში აქტიურობით
მიეღოთ ცოდნა , გადაეჭრათ პრობლემა და გადმოეცათ ,რაც აღმოაჩინეს. აღსანიშნავია , რომ
სწავლა-სწავლების პროცესი მნიშვნელოვნად ეფექტურია მაშინ , როცა იგი მოსწავლის ინტერესებისაკენ
არის მიმართული, მოსწავლეს უვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას და კომუნიკაციის
უნარს . ამ მიზნით შემდეგი
აქტივობითშევამოწმე თუ რამდენად შეძლეს ახალი ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება.მსგავს
სიტუაციაში როგორ გააკეთონ სწორი დასკვნები . ამ
მიზნით გამოვიყენე ,, ,,შეკითხვების ღრუბელი“რომლის დროსაც მოსწავლეებმა თვითონვე წაიკითხენ და უპასუხენ დაფაზე
გაკრულ ღრუბელში ჩაწერილ
კითხვებზე .
კითხვა- პასუხის შემდეგ
გამოვიყენე როლური თამაში,მოაწყვეს გამოფენა,
ყურადღებით დაათვალიერეს ერთმანეთის
ნამუშევრები. გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები,
რითაც გამოავლინეს კომუნიკაციის
,საკუთარი აზრის დასაბუთების
უნარი .
გაკვეთილზე
მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად
გამოვიყენე ,,movie moikeris” პროგრამაში შექმნილი
ვიდეოკოლაჟი მწერების შესახებ.(რომელითაც მოისმინეს
მწერების ხმები, მათი დაბადებისა და განვითარების ეტაპები.
გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე
ჩემი მიზანი იყო ხელი შემეწყო
მოსწავლეებში მრავალმხრივი ინტელექტის
გამოვლენისათვის.
წყვილებში მუშაობის დროს გამოვიყენე
. კლასის მართვის
პროგრამის ფაილის გადაგზავნის
რეჟიმით . wordshi ,,smart
artის -ში“ დამზადებული სავარჯიშო.
. დააკავშირონ
მწერების სახელები შესაბამის
სახელწოდებებთან.ამ აქტივობამ მოსწავლეები გაახალისა, რადგან ისინი
ვიზუალურად აღიქვამდნენ მწერებს
და უკავშირებდნენ მათ სახელწოდებებს. მოსწავლეთა უკუკავშირის
მისაღებად დავსვი შემაჯამებელი
კითხვები. მოსწავლეებს მივეცი საშუალება
ესაუბრათ, გაკვეთილის რომელი
აქტივობა იყო განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი და რატომ.? რის
შესახებ სურდათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ? მოსწავლეებმა მოახდინეს
ტექსტის გააზრება, გამოიტანეს
დასკვნა: რომ ადამიანებმა ერთმანეთთან
ურთიერთობისთვის უნდა გამოიყენონ
მიმართვის ზრდილობიანი ფორმები.
განხორციელებულმა
აქტივობებმა დამანახა, რომ გაკვეთლის
მიზნისა და შედეგის
მიღწევა შევძელი,
Комментариев нет:
Отправить комментарий